x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134505
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რა ჩავიცვათ?-2018 წლის შემოდგომის მოდური ტრენდები
ზაფხული სადაცაა მიიწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა უკვე საშემოდგომო გარდერობზე იფიქროთ.

გთავაზობთ ამ სეზონის აქტუალურ ტენდენციებს. იყავით კურსში, რა უნდა იყიდოთ და როგორ ჩაიცვათ, რომ შემოდგომითაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ.

image

შემოდგომის ტრენდები

1.ცხოველის პრინტი

პრაქტიკულად ყველა დიზაინერს აქვს წარმოდგენილი თავის კოლექციაში ლეოპარდის პრინტი. ეს ტრენდი კიდევ რამდენიმე სეზონი შენარჩუნდება. თუმცა, ასეთი სამოსი აკურატულად უნდა შეარჩიოთ. საუკეთესო ვარიანტია პალტო ან ტრენჩი მტაცებლის ბეწვისმაგვარი პრინტით, მხოლოდ გაითვალისწინეთ – მოდელი კლასიკური ფასონის უნდა იყოს.


image

2.ფართო და მოკლე შარვლები

კიულოტები ამ სეზონზე აქტუალურია. გირჩევთ შავი ან ბეჟი ფერის კიულოტი შეიძინოთ, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურებიან ქუსლიან და დაბალძირიან ფეხსაცმელზეც. ეს შარვლები ფეხს ვიზუალურად აგრძელებენ, ნაკლოვანებებს ფარავენ და აქცენტი წელზე გადააქვთ. მომგებიანი კომბინაციაა ფართო ბლუზასთან ან როლინგთან შეხამება.

image

3. ქალური და მამაკაცურიც

ტრენდი, რომელიც ნაზი და უხეში ქსოვილების შეხამებას გულისხმობს. სტილისტები გვირჩევენ, შევარჩიოთ უხეში ქსოვილისგან ან ძაფისგან დამზადებული ჟაკეტი, რომელსაც შეგიძლიათ ქამარიც შეურჩიოთ და თუ შიფონის კაბას ან ქვედაბოლოს შეუხამებთ, მაშინ მოდურ და ლამაზ ლუქს მიიღებთ.

image

4.ქვედაბოლო-ფანქარი

ქვედაბოლო -ფანქარი, მუხლს ოდნავ ქვემოთ ან მუხლის შუამდე სიგრძით, კვლავ დაბრუნდა მოდის სამყაროში. თუმცა, ამ სეზონზე ისეთი მკაცრი სახით აღარ იქნება წარმოდგენილი, როგორც აქამდე მივეჩვიეთ მის ხილვას. ამჯერად ის ფერადია, ტყავისგანაა შეკერილი და შეხსნილიცაა. სეზონის აქტუალური ფერებია: სტაფილოსფერი, ლურჯი, წითელი და შავი.

გახსოვდეთ, რაც უფრო ღია ფერისაა ქვედაბოლო, მით უფრო სადა უნდა იყოს ზედატანი, რომელსაც მას შეუხამებთ.image

5.წითელი ფერი

უკვე კარგა ხანია, წითელი ფერი პოდიუმს არ ტოვებს. გასულ სეზონზე თავიდან ბოლომდე წითელ ფერში გამოწყობას თუ გვირჩევდნენ, ახლა 1-2 დეტალიც საკმარისია. ეს ფერი ხალხის მასიდან გამოგარჩევთ და მისი შეხამება ამ სეზონის სხვა ტრენდებთანაც არაა რთული.

მაგალითად, წითელი კაბა-ფუტლიარი შესანიშნავად შეგიძლიათ ლეოპარდის პრინტიან პალტოს ან ოვერსაიზის ჟაკეტს შეუხამოთ.

image

6. ფეხსაცმელი

შეარჩიეთ კლასიკური ნავები წვეტიანი ცხვირით, ან მათი სახეცვლილი ვარიანტი. ამ სეზონზე აქტუალურია ფეხსაცმლის კვადრატული ჭვინტები. შეარჩიეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს ფეხს ლამაზად გამოკვეთს.

image

7. 80-იანები

90-იანები უკვე გავიხსენეთ, ახლა დროა 80-იანებსაც გადავავლოთ თვალი. ფართო მხრები შემოდგომა-ზამთრის ჰიტია. ბლუზები და სვიტერები მაღალი მხრებით-აქტუალური იქნება. კიულოტებთან შეხამებით ასეთი სამოსი თქვენს ფიგურას ნანატრ ქვიშის საათის ფორმას მიანიჭებს.image

8. ქუდები

ქუდი არამარტო დაგიცავთ სიცივისა და ქარისგან, თქვენს ჩაცმულობას შარმს შემატებს. ამ შემოდგომით თავსაბურავები უამრავი სახით იქნება წარმოდგენილი. არჩევანი თქვენზეა, რას აირჩევთ, : თავშალს, შლიაპას, კაპიუშონს თუ ა.შ.

image

9. ჩანთა-ბანანები

ეს ჩანთები ჯერ კიდევ 90-იანებში იყო მოდაში. მოდელმა სახე იცვალა და წელიდან მხარზე გადაინაცვლა. ამ ჩანთების ტარება თითქმის ყველანაირ სამოსთან შეგიძლიათ.

image


10. კობალტი

კობალტისფერი ამ სეზონის ფავორიტია. ის შესანიშნავად შეგიძლიათ შეუხამოთ შემოდგომის პალიტრას. შეარჩიეთ კობალტისფერი კაბა, ბლუზა ან ქვედაბოლო . ეს ფერი განსაკუთრებით აბრეშუმის და ატლასის ნაწარმს უხდება.image


0
478
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0