x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ტაჯიკმა ტურისტმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა
image
ცოლ-ქმარი ტაჯიკეთიდან საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა, ახალგაზრდა ქალს კი მშობიარობა დაეწყო.

ბელა — ბედნიერი მშობლების სურვილით ეს სახელი დაარქვეს თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანაში დაბადებულ გოგონას. ეს სახელი იმ ექიმის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც დედამისი ამშობიარა — სოციალურ ქსელ ფეისბუქის -ის გვერდზე ამის შესახებ იტყობინება თბილისის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „112“-ის ექიმებს, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ შემთხვევასთან უწევთ შეხვედრა. ადამიანების გადარჩენა მათი ყოველდღიურობაა, მაგრამ გაცილებით სასიხარულო და პოზიტიურია, როდესაც სამყაროს ახალი სიცოცხლე ევლინება და ისინი ამაში მონაწილეობას იღებენ. ცენტრმა საზოგადოებას ამ ისტორიის გმირი ექიმები გააცნო — ესენი არიან „112“-ის უფროსი ექიმი ბელა როსტომაშვილი, უმცროსი ექიმი მაია ვალშაკოვა და მძღოლი გია გოგრიჭიანი.

ბედნიერი მშობლების გადაწყვეტილებით, პატარა გოგონას ექიმის სახელი — ბელა დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს მეორე შვილის დაბადებას“, — აღნიშნულია განცხადებაში.


გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას ტაჯიკეთის მოქალაქე, 28 წლის ქალი დახვდა, რომელსაც მშობიარობა დაეწყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თქმით, ექიმებს ენის ბარიერის გადალახვაც მოუწია. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქართული ენა არ იცოდა, უცხოური ენებიც ძალიან ცუდად იცოდნენ. გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი საქართველოში სამოგზაუროდ იყო ჩამოსული.

უფროსი ექიმის ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის მიუხედავად, მან მშობიარობა პირველად მიიღო. ბრიგადამ ძლივს მოასწრო მშობიარეს ეზოში ჩამოყვანა და სასწრაფოს მანქანაში მოთავსება, როდესაც პაციენტს ინტენსიური ტკივილები დაეწყო და რამდენიმე წამში ქალმა მანქანაშივე ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.

„საოცარი იყო გულშემატკივარი მეზობლების ემოცია“, — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.







0
50
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0